დავით ჯაშიაშვილის წარმატების ისტორია

დავით ჯაშიაშვილის წარმატების ისტორია


დავითი მეუღლესთან ერთად საქართველოში შვეიცარიიდან გასულ წელს დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, დავითს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთისა (CHCA) და შვეიცარიის სოციალური სერვისის (SSI) პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროექტით „შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერა“.
დავითსა და მის მეუღლეს სამეწარმეო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებთ — ისინი წლების განმავლობაში წარმატებით მართავდნენ საკუთარ საცხობს. საქართველოდან წასვლამდე, ფინანსური საჭიროებების გამო, მათ მოუწიათ ინვენტარის გაყიდვა და ფართის გაქირავება. დაბრუნების შემდეგ კი, დავითის მთავარი მიზანი საკუთარ სივრცეში ბიზნესის აღდგენა და გაფართოება გახდა.
CHCA-ის გუნდის მიერ დეტალურად შეფასდა ბენეფიციარის გამოცდილება და მისი ბიზნეს გეგმის მდგრადობა. პროექტის წარმატებით წარდგენის შემდეგ, შვეიცარიელი პარტნიორების მხრიდან დავითმა მოიპოვა 4700 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის გრანტი. აღნიშნული თანხით CHCA-მ ბენეფიციარისთვის შეიძინა საცხობისა და კვების ობიექტისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა: ქვის ზედაპირიანი ღუმელი, მაცივარი-სამუშაო მაგიდა, შაურმის აპარატი და ტოსტერი, ჩამოსასხმელი ნაყინის აპარატი, პოპკორნის აპარატი და ბლინების საცხობი.
გამოცდილებაზე დაყრდნობით, დავითმა გადაწყვიტა ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და ტრადიციულ ნობათთან ერთად, მომხმარებელს შესთავაზა ისეთი პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობაში. სტრატეგიულმა ხედვამ და ადგილობრივი მოსახლეობის ნდობამ ბიზნესის სწრაფი განვითარება განაპირობა.
დავითის დაფინანსებისა და ბიზნესის აღდგენის პროცესი წარმატებით დასრულდა. დღეისათვის საცხობი სტაბილურად ოპერირებს და მფლობელს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ დაიბრუნოს ბაზარზე კუთვნილი ადგილი, არამედ სამომავლოდ კვების ობიექტის კიდევ უფრო გაფართოებაზეც იფიქროს. „ჩემთვის ეს მხარდაჭერა იყო შესაძლებლობა, დამებრუნებინა ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის. პროექტის დახმარებით შევძელით ოჯახური ბიზნესის აღდგენა და საქართველოში საკუთარი შრომით დამკვიდრება“.
 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA