​გაიცანით ხუბილავების ოჯახი ხობის მუნიცი...

​გაიცანით ხუბილავების ოჯახი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოჯიხევიდან

ენერგოეფექტურობა მხოლოდ გადასახადების შემცირებას არ ნიშნავს - ის ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.

გაიცანით ხუბილავების ოჯახი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოჯიხევიდან.
ვლადიმერი შშმ პირია, ამიტომ ოჯახის შემოსავალი, ძირითადად, მისი მეუღლის სეზონურ ფიზიკურ შრომაზეა დამოკიდებული. ოჯახში ორი სკოლის მოსწავლე იზრდება. შემოსავლის სიმცირის გამო, ოჯახს დენისა და გაზის მოხმარების მაქსიმალურად შეზღუდვა უწევს. 

ხარჯების მინიმუმამდე დასაყვანად, აქამდე ხუბილავებს ცხელი წყლით სარგებლობა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეეძლოთ. პროექტის ფარგლებში, მზის კოლექტორის დამონტაჟებამ კი ეს რეალობა სრულად შეცვალა - დღეს ხუბილავების სახლში ცხელი წყალი ყოველდღე აქვთ, თანაც მზის ენერგიის გამოყენებით, დამატებითი კომუნალური ხარჯის გარეშე.

ხუბილავებისთვის ეს ცვლილება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ყოველდღიური კომფორტი. ეს არის ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი პრაქტიკული მაგალითი - როცა ენერგიის დაზოგვა ოჯახისთვის არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.  ცხელ წყალზე უწყვეტი წვდომა ახლა უკვე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბავშვების მოვლასა და დედის მძიმე საოჯახო საქმეებს.

 „ადრე ცხელი წყალი მხოლოდ კვირაში ერთხელ გვქონდა. ახლა ყოველდღე გვექნება და უკვე სააბაზანოს მოწყობაზეც ვფიქრობთ.“ 

ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA