გაიცანით ციალა უჩანეიშვილის ოჯახი ხობიდა...

გაიცანით ციალა უჩანეიშვილის ოჯახი ხობიდან.

ენერგოეფექტურობა მხოლოდ გადასახადების შემცირებას არ ნიშნავს - ის ადამიანებს მეტ დამოუკიდებლობასა და ფინანსურ სტაბილურობას უბრუნებს.

გაიცანით ციალა უჩანეიშვილის ოჯახი ხობიდან.

ენერგოეფექტურობა ციალა უჩანეიშვილის ოჯახისთვის მხოლოდ ენერგიის დაზოგვა არ არის, ის ყოველდღიური ხარჯების შემცირებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ციალა პენსიონერია. მასთან ერთად ოჯახში ცხოვრობს მისი შვილი, პენსიონერი ქალბატონი და შშმ პირი შვილიშვილი, შესაბამისად, ოჯახი საჭიროებს სტაბილურ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს. შემოსავლის შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ენერგიასთან დაკავშირებული ყოველდღიური ხარჯების შემცირებას მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პროექტის ფარგლებში, ციალას სახლში ფოტოელექტრული (PV) მზის სისტემა დამონტაჟდა. ამ 5 კვტ. სიმძლავრის სადგურის დადგმამდე, ოჯახი ელექტროენერგიაში თვეში 70 ლარამდე იხდიდა. ახალი სისტემა კი მათ სრულად უზრუნველყოფს საკუთარი ენერგიით და დენის გადასახადს პრაქტიკულად ანულებს. შედეგად, ყოველთვიურად დაზოგილი ეს თანხა ახლა პირდაპირ მათ საჭიროებებს მოხმარდება. 

იჯახისათვის საკუთარი, სუფთა ენერგიის გამომუშავება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ უფასო დენი. ეს ნიშნავს ცენტრალურ ქსელზე ნაკლებ დამოკიდებულებას და იმ სიმშვიდეს, რომ ყოველთვიური ხარჯი სტაბილური და მინიმალური იქნება.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA