სასწავლო სემინარი - საცხოვრისის მართვა დ...

სასწავლო სემინარი - საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგოეფექტური სანაცია

სემინარი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალისა და ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO) მიერ, პროექტის - „НОМЕ: გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" - ფარგლებში. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ბათუმის სემინარი აგრძელებს პროექტის ღონისძიებათა ციკლს, რომლის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი 11 რესურსცენტრის კვალიფიკაციის ამაღლება. რესურსცენტრები ბინათმესაკუთრეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევენ, რათა აამაღლონ მათი ცნობიერება საბინაო მეურნეობის მართვის საკითხებზე და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარესთან არსებული პრობლემების განხილვას საბინაო ფონდის მართვის სფეროში.

პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპერტები განიხილავენ საზოგადოებრივი მონაწილეობის გაზრდის გზებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რესურსცენტრების ბაზაზე ერთობლივი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას, რათა მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებების მომზადების მხრივ. სემინარზე მოხდება ქ. ბათუმის საბინაო ფონდში მიმდინარე ენერგოეფექტურობის პროექტების პრეზენტაცია. ნაწილობრივ სანირებული ქალაქის ადმინისტრაციის შენობებისა და ახალაშენებული კორპუსების მაგალითზე, განიხილება არსებული შესაძლებლობები და შეზღუდვები ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების მხრივ საქართველოში და პარტნიორ ქვეყნებში.

სასწავლო სემინარზე წარიმართება დისკუსია ეროვნული საცხოვრისის სფეროს რეფორმების პერსპექტიული მიმდინარეობების განსაზღვრის მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების როლის, როგორც დამკვირვებელი ინსტიტუტის გაძლიერებაზე. ასევე განიხილება შესაძლებელი ერთობლივი აქტივობების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრისის შესაბამისი მართვა და ენერგოეფექტური სანაცია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. პროექტის ფინანსური მხარდაჭერია ევროკავშირი. 

workshop in batumi iwo 2

 

workshop in batumi iwo 3

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA