ცენტრმა “აფხაზეთმა” საქართველოს სამ რეგი...

ცენტრმა “აფხაზეთმა” საქართველოს სამ რეგიონში კვლევა ჩაატარა

რომლის მიზანი ადგილებზე ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სუბიექტების მოსაზრებებისა და პოტენციალის ასევე, პროექტში მათი ჩართულობის მზაობის შესწავლა იყო.


პროექტი „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები, სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით" საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი) ხორციელდება ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის თანა-განმცხადებლები არიან საზოგადოება „ბილიკი“ (გორი) და ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (მცხეთა). პროექტის მიზანია მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფი მოზარდების გაძლიერება სხვადასხვა ტრენინგებით, კურსებით, დასაქმებით და ზოგადად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება.


მაისში ორგანიზაციის მიერ ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი და 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ ადგილობრივი ბიზნესის (მცირე და საშუალო მეწარმეები) წარმომადგენლებთან და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებთან (სოციალური მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მინდობით აღმზრდელები, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ლიდერები). კვლევის შედეგად გამოვლინდა სამიზნე რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობაში ჩართული სუბიექტების მოსაზრებები. კერძოდ: რამდენად არიან მზად ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ითანამშრომლონ პროექტთან, სურთ თუ არა მათ მონაწილეობა მიიღონ სოციალური საწარმოების გახსნის პროცესში, რა არის მათი ბიზნეს ინტერესის სფერო და, საერთოდ, როგორია მათი ნება ხელი შეუწყონ ამ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის რეინტეგრაცია-რესოციალიზაციას.


პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში 2-2 სოციალური საწარმო გაიხსნება, სადაც პროექტის ბენეფიციარები გაივლიან სტაჟირებას და დასაქმნდებიან. კვლევის შედგების პრეზენტაცია ცენტრი “აფხაზეთის” მიერ ივლისში გაიმართება და მას რეგიონში მომუშავე არასამტავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

conducted a research in three regions of georgia 2

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA