კვლევის პრეზენტაცია - თელავი

კვლევის პრეზენტაცია - თელავი

კვლევის მიზანი გახლდათ სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თელავი, გორი, მცხეთა, ხაშური) მდგრადი სოციალური საწარმოს შესაქმნელად არსებული პერსპექტიული სამეწარმეო მიმართულებების შესწავლა და იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმატებული სოციალური საწარმოს შექმნას.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - “საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით”. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სოციალური საწარმოების შექმნა გორის, ხაშურის, მცხეთის და თელავის მუნიციპალიტეტებში, სადაც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები 17 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დასაქმდებიან. ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი წინაპირობაა სოციალური ინტეგრაციისა და ხარისხიანი საცხოვრისის უზრუნველყოფისთვის. სოციალური საწარმოების მდგრადობის უზრუნველსაყოფად ცენტრმა „აფხაზეთმა“ დაგეგმა და ჩაატარა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მეწარმეების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, სოციალური მუშაკების და აღმზრდელების განწყობების შესწავლას.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA