თელავში სოციალური ტრენინგების შემაჯამებე...

თელავში სოციალური ტრენინგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართ

თელავის, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოზარდები 26 ოქტომბერს ერთად შეიკრიბნენ და შეაჯამეს ორი თვის მანძილზე სოციალური უნარების ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა, რისთვისაც გამოყენებულ იქნა თამაში „დამალული განძის ძიება“. მოთამაშეებისათვის მინიშნებები თელავის სამ ცენტრალურ ქუჩაზე, სხვადასხვა რთულად მისაგნებ ადგილებში იყო ჩამაგრებული, რომელთა ამოხსნა მხოლოდ პროექტის ფარგლებში ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე იყო შესაძლებელი. სამივე გუნდმა წარმატებით დაძლია ყველა წინაღობა. მოზარდებმა თამაშით ძალიან ისიამოვნეს. მათ ერთად ექსტრემით, მოულოდნელობებით და სიურპრიზებით სავსე ერთი ლამაზი დღე გაატარეს. თავის მხრივ ორგანიზატორები და პროექტის მესვეურებიც კმაყოფილი დარჩნენ. დღის ბოლოს, კმაყოფილი და დაღლილ-დაქანცულ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს განძის მცველმა სამახსოვრო პრიზები გადასცა საჩუქრად.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „მოწყვლადი მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება დასაქმების გზით“ რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ "დივაინ ჩაილდ ოფ ჯორჯიასა" დასაზოგადოება "ბილიკთან" ერთად საქართველოს სამ რეგიონში ახორციელებს.

ღონისძიების გამართვა შესაძლებელი გახდა თეიმურ დეისაძეს (ორგანიზაცია „Walk Around Georgia”) აქტიური მხარდაჭერით, რისთვისაც ორგანიზაციის და მონაწილეების სახელით ვუხდით დიდ მადლობას.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA