21 ნოემბერს, ქ. გორის მერიაში, სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვს ინფორმაციის გაზიარება გახლდათ, კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში ქმნიან, ახორციელებენ და ავითარებენ სხვადასხვა სოციალური სერვისებს. სხდომას ესწრებოდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოებ ოქრომელიძე, ქ. გორის მერის მოადგილე ეკატერინე უხიშვილი, მაჟორიტარი პარლამენტარი - იოსებ მაკრახიძე) და საკითხით დაინტერესებული ადამიანები. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რეგიონში მიმდინარე სოციალური პროექტები, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მიღწევები; PIN-ის მიერ. მხარდაჭერილი სოციალური პროექტები და სხვა.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მიერ. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის.
