სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საცხ...

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის საკითხებს განიხილავენ

26 იანვარს, 11 საათზე, სასტუმრო იოტა თბილისში (ლერმონტოვის ქ. #10) გაიმართება კონფერენცია თემაზე „საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსების პერსპექტივები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და მისი მიზანია საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის საკითხების განხილვა. კონფერენციის მომხსენებლები და პანელური დისკუსიის მონაწილეები წინ წამოწევენ საცხოვრისის პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობებსა და სხვა მიმდინარე საკითხებს, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში დღის წესრიგში დგას. კონფერენცია საცხოვრისის საკითხებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიება გახლავთ, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების როლისა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს. 

ღონისძიება გაიმართება პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და ის გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში - თბილისი, ბათუმი და ქუთაისი) 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2018 წლის 31  იანვარს სრულდება.  თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA