მრჩეველთა საბჭოს სხდომა - გორი

მრჩეველთა საბჭოს სხდომა - გორი

27 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მრჩეველთა საბჭოს #19 სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის 2018 წლის სამოქმედო გეგმა დეტალურად განიხილეს. გარდა ამისა, იმსჯელეს ორგანიზაცია PIN-ის მიერ დაფინანსებული 5 სოციალური პროექტის მერიისათვის გადაბარების პროცედურების შესახებ და სხვა.

მრჩეველთა საბჭოს სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის PIN-ის მისიის ხელმძღვანელს ონდრეი ნადვორნიკი და PIN-ის პროგრამების მენეჯერი ნანა ყურაშვილი დაესწრნენ.

პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მიერ. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის. მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა მარტში გაიმართება.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA