ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - მედი...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - მედია / სამოქალაქო სექტორი

27 აპრილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მედიისა და სოციალურ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ანაკლიაში ინფო ტური მოაწყო. ინფო ტურში მონაწილეობა 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერმა და 10 მედია საშუალების ჟურნალისტმა მიიღო. ანაკლიაში ინფო ტურის ორგანიზატორი და ინიციატორი გახლდათ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”. სტუმრები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე ტერიტორიას ეწვივნენ და მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ინფო ტურის მონაწილეებისთვის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს და ორგანიზაციის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მშენებლობის გარდა მიმდინარეობს ახალი ქალაქის „ანაკლია სითის“ განვითარების პროცესი, რომელიც მომავალში როგორც რეგიონული ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრად იქცევა.

თამარ ზაქარიაძე, ანაკლიის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ -ერთი მთავარი მიმართულება სოციალურ ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ პროცესების უკეთ წარმართვას, ანაკლიის თემისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა, ახალი სოციალურ- ეკონომიკური პროეექტების განხორციელებას“. #ჩვენვაშენებთანაკლიას #CHCA #ქსელიპროინტეგრაცია
 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA