ქსელი "პრო-ინტეგრაციის" წევრები და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ორდღიან სემინარზე ანაკლიაში შეიკრიბნენ. ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისაკენ” ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ახორციელებს. პროექტის მიზანია დევნილი თემების ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
შეხვედრაზე მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს: ისაუბრეს დევნილ თემში არსებულ და გადაუჭრელ პრობლემებზე; გამოავლინეს მედია კონკურსის ქსელი „პრო-ინტეგრაციის“ რჩეული ჟურნალისტური ნამუშევარი. აგრეთვე, მოისმინეს დანიაში სასწავლო ვიზიტის შესახებ პრეზენტაცია წარმატებული ქსელური მუშაობის პრიციპების შესახებ; განიხილეს DRC-ის მიერ ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგები და სხვ.