საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

5 ივლისს, ქ. ზუგდიდში Art გალერეაში, გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაათვალიერებინათ და სიმბოლურ ფაასად შეეძინათ ქართველი და აფხაზი მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები - სამკაულები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა. ღონისძიება საქველმოქმედო გახლდთ და გაყიდული ნივთებისგან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა” ფარგლებში. პროექტი ცენტრმა „აფხაზეთმა“ „ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამის" (The Black Sea Trust for Regional Cooperation, A Project of The German Marshall Fund of the United States, Robert Bosch Fund) ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა. პროექტის ფარგლებში ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდა ქალებმა 3 სხვადასხვა ხელობა შეისწავლეს.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA