„ტკბილი მომავალი“ - გორში სოციალური საწა...

„ტკბილი მომავალი“ - გორში სოციალური საწარმო გაიხსნა

ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ქ. გორში სოციალური საწარმო „ტკბილი მომავალი“ გაიხსნა. საწარმოში 3 მოზარდი დასაქმდა და თვიური ანაზღურება 250 ლარი გახლავთ.

13 ივლისს გორში ოფიციალურად გაიხსნა სოციალური საწარმო „ტკბილი მომავალი“, რომელსაც დაესწრნენ მერიის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, პროექტის განმახორცილებელი ორაგანიზაციების თანამშრომლები და ბენეფიციარები. სოციალურ საწარმო „ტკბილი მომავალი“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული მეორე სოციალური საწარმოა. საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების საცხობი ღუმელი გადაეცა, რაც მას საშუალებას მისცემს მომავალში გაზარდოს პროდუქტის ასორტიმენტი და, აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. გორში გამართული ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საზოგადოება "ბილიკი".

პროექტის ფარგლებში თითოეულ სამიზნე რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) 2-2 სოციალური საწარმო დაფუძნდება (ჯამში, 6 სოციალური საწარმო შეიქმნება), სადაც პროექტის 92 ბენეფიციარი სტაჟირებას გაივლის და 35 დასაქმდება. პროექტის - „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ - მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირების და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA