​„ჩემი სახლის მმართველი - ჩემი მომავლის ...

​„ჩემი სახლის მმართველი - ჩემი მომავლის მმართველი!“

18 სექტემბერს ქ. ქუთაისში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ძირითადი თემა „პროფესიული განათლების პერსპექტივები საბინაო სექტორში იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისათვის“ გახლდათ. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ქუთაისის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დევნილთა ჩასახლებებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა („ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ IWO) იოჰან შთრეზემ. ღონისძიებაზე აჩვენეს გერმანული საგანმანათლებლო სისტემის ამსახველი დოკუმენტური ფილმი „ჰაუზმასტერი“ (ფილმის ავტორი ორგანიზაცია „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის“).

საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და განვითარების დიდი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციას ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა 52 ამხანაგობა აქვს შექმნილი, გარდა ამისა, განხორციელებული აქვს პროექტები ბინათმესაკუთრეთა ასოციაციის წევრების განვითარებისა და რესურს-ცენტრების შექმნის შესახებ. ნუკრი მილორავამ, ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დამსწრეებს საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ ორგანიზაციის ხედვა გაუზიარა.

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი - ჩემი მომავლის მმართველი!“ განხორციელდება („ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის“ (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA