საარსებო წყაროების გასაძლიერებლად, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გასაზრდელად, ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად გაიცემა ბიზნეს გრანტები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელოში მცხოვრებ:
- იძულებით გადაადგილებულ პირებს
- გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას
- კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას
პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციართა ფულად თანამონაწილობას საერთო ინვესტიციის 5%-ის ოდენობით. გამონაკლის შემთხვევებში გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღებს შეუძლია გაანთავისუფლოს ბენეფიციარი აღნიშნული ვალდებულებისაგან. საგრანტო კონკურსი განხორციელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე გრანტის მიღების მსურველებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ბიზნეს იდეების კონკურსში. ბიზნეს იდეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი. საუკეთესო იდეების ავტორები გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის და შესაძლებლობების განვითარების 5 დღიან ტრენინგს. მეორე ეტაპზე ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს სრული ბიზნეს გეგმა. გამარჯვებული ბიზნეს გეგმის ავტორები მიიღებენ მცირე გრანტს საშუალოდ 2000 აშშ დოლარის ოდენობით (მინ. 1000 - მაქს. 3000 აშშ დოლარი).
კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ აპლიკაციები, როგორც ბეჭდვითი, ასევე, ელექტრონული ფორმით. ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ელექტრონული ფორმა. შევსებული აპლიკაციები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ikochua@yahoo.com ან Lkiria@chca.org.ge
სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან და წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ თანამშრომლებს - ირაკლი ქოჩუა - 591 44 75 03 / ლაშა ქირია - 579 79 26 77.