144 მოწყვლადი მოზარდი დამოუკიდებელ ცხოვრ...

144 მოწყვლადი მოზარდი დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებული შეხვდება

ევროკავშირის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 25 აპრილს ქ. თბილისში, ახალგაზრდულ ცენტრში „ფაბრიკა“, გაიმართა პროექტის დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ დონორი და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები და ბავშვთა თემებზე მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე აჩვენეს გამოფინეს პროექტის მონაწილეების სურათები.

28 თვიანი პროექტის მანძილზე 144 მოწყვლადი მოზარდი ჩართული იყო აქტივობებში და მიიღო სხვადასხვა სახის სარგებელი, რაც მომავალში მათ, 18 წლის შესრულების შემდეგ, გაუადვილებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას. კერძოდ - 116 მოზარდი დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ხოლო 99 სოციალური უნარებით გაძლიერებული შეხვდება სრულწლოვან ასაკს. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული 6 სოციალური საწარმო კი მომავალშიც გააგრძელებს მოზარდების გადამზადება-დასაქმების პროგრამას.

თეა კაჭარავა, პროექტის მენეჯერი: „ამ ტიპის პროექტებში რაოდენობრივ შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი თვისობრივი შედეგი გახლავთ. აქ საქმე ეხება ბავშვის ბედს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარვმართოთ უკეთოსობისკენ ან უარესობისკენ. ჩვენი პროექტის შედეგად მასში ჩართული მოზარდების უმეტესობა უფრო ძლიერი შეხვდება სრულწლოვან ასაკს. დღეს ისინი არიან თავდაჯერებულნი, გახსნილნი, აქვთ საკუთარი ძალების და რესურსების რწმენა. ამ მიღწევის ციფრებში გამოსახვა შეუძლებელია, პროექტში მიღებული გამოცდილება მოზარდებისათვის არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე“.

პროექტის მიზანი გახლდათ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართული მოზარდების გაძლიერება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამ მიზნის მიღწევა ხდებოდა ტრენინგების, სტაჟირების და დასაქმების გზით. პროეტის ბენეფიციარები იყვნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები. განხორციელების არეალი კი გახლდათ კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და ქ. თბილისი. პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. პროექტი ადგილზე განახორციელეს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“, საზოგადოება „ბილიკმა“ და „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯამ“

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA