საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (...

საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) - გახსნის ცერემონია ზუგდიდში

5 ივლისს ზუგდიდში საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" და ASB საქართველომ ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) გახსნეს.
 
LDC სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებსა და მასპინძელი თემის წარმომადგენლებს მოემსახურება და მისი მიზანია საჭიროების მქონე ადამიანებში გაზარდოს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.
 
LDC სამეგრელოში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისებს განახორციელებს: 
ინფორმაციის მიწოდება რეგიონში არსებულ სხვადასხვა შესაძლებლობებზე:
დასაქმება
მიკრო და მცირე მეწარმეობა
პროფესიული განათლება
ტრენინგები
სტაჟირება
გრანტები და უპროცენტო სესხები
 
ასევე, LDC-ში ექსპერტები დევნილებსა და მასპინძელ თემს გაუწევენ კონსულტაციას სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მიზნით და დაეხმარებიან რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა თუ ბიზნეს წინადადების შედგენაში.
 
ცენტრის გახსნის ცერემონიას, განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენელთა გარდა ესწრებოდა ადგილობრივი მთავრობის, დევნილთა სათემო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
 
პროექტი "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში" დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ (BPRM) და ახორციელებს ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი".

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA