პროექტის მართვა, მონიტორინგი და ანგარიშგ...

პროექტის მართვა, მონიტორინგი და ანგარიშგება

15-16 ივლისს ზუგდიდში, ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ დაფუძნებული, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC), ორდღიანი ტრენინგი ჩატრადა პროექტის მართვისა და ანგარიშგების თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის 15-მდე თანამშრომლმა.
 
ტრენინგის მიზანი გახლდათ პროექტის დაგეგმვის, მართვის და ანგარიშგების პროცესებზე ერთიანი მიდგომის ქონა. ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს - პროექტის სასიცოცხლო ციკლი და მისი თავისებურებები, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების ფაზა/კონტროლი, ანგარიშგება და სხვა. გარდა ამისა, ტრენინგი გაჯერებული იყო სხვადასხვა ჯგუფური სამუშაოებით, რომელიც მონაწილეებს თემის უკეთესად აღქმის საშუალება მისცა.
 
საქქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე 5 მიმდინარე პროექტია. პროექტების ბენეფიციარები არიან დევნილები, მასპინძელი თემი, გამყოფი ხაზის გასწვრივ მოქმედი მეწარმეები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვა.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA