პროექტი „ჩემი სახლის მმართველი – წარმატე...

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი – წარმატებული პერსპექტივების გაზიარება“ - შემაჯამებელი ღონისძიება

მედია ანონსი

2021 წლის 27 მაისს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – წარმატებული პერსპექტივების გაზიარება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება ონ–ლაინ ფორმატში.
 
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლები.
 
ღონისძიებას გახსნიან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და შეაჯამებენ პროექტის მიღწეულ შედეგებს როგორც სამშენებლო, ასევე პროფესიული განათლების სექტორში.
 
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების პრეზენტაციას წარადგენს-დაჩი ახვლედიანი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ პროექტის კოორდინატორი.
 
კოლეჯის „კონსტრუქტ 2“ მენეჯმენტი და მოწვეული ექსპერტები წარმოადგენენ პროექტის „ჰაუსმასტერ 3“ ფარგლებში შექმნილ პროგრამას „შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოები“
 
პროგრამა ეფუძნება გერმანულ გამოცდილებას და მოიცავს შემდეგ მოდულებს: შენობა-ნაგებობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ტექნიკური შემოწმება; საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები; საწარმოო პრაქტიკა; გაცნობითი პრაქტიკა; კომუნიკაცია; მეწარმეობა; უცხო ენა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიასა და იდეების გაზიარებას შემდეგ თემებზე:პროექტის შედეგების გავრცობა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ახლად შექმნილი პროგრამის და ე.წ. ჰაუსმასტერის“ პროფესიის პოპულარიზაცია. მონაწილეები იმუშავებენ ხუთ ქვე–ჯგუფად: ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება, პროფესიული განათლების კოლეჯები, ბიზნეს სექტორი/დამსაქმებლები, მოსახლეობა.
 
პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–პერსპექტივების გაზიარება“ (ჰაუსმასტერი 3) ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. ,,ჰაუსმასტერის“პროფესიის დანერგვას საქართველოში.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA