ვაკანსია! - კომუნიკაციის კოორდინატორის ა...

ვაკანსია! - კომუნიკაციის კოორდინატორის ასისტენტი

CHCA აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე


საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მისია არის დევნილთა, ლტოლვილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CHCA-ის ვებგვერდს www.chca.org.ge

სამუშაოს აღწერა
  • ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • შიდა და გარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის საქმიანობის/აქტივობების შესახებ სტეიკჰოლდერების ინფორმირება
  • ინტერნეტ-რესურსების გამოყენება ორგანიზაციის გაპიარების მიზნით, კერძოდ, ფეისბუკისა და ვებგვერდის ადმინისტრირება და მართვა / ინფორმაციის პერიოდული განახლება
  • მედიარელიზების, ანონსების, განცხადებების, ოფიციალური მიმართვების მომზადება
  • პროექტების გარშემო პუბლიკაციების და წარმატების ისტორიების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია PR ან ჰუმანიტარული განხრით)
  • სამუშაო გამოცდილება ან პრაქტიკა მსგავს სფეროში
  • მედია ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია)
  • სოციალურ ქსელების მართვის გამოცდილება
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია ასევე რუსული)
  • გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული მახასიათებლები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი და ზეპირსიტყვიერი)
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • პასუხისმგებლობა
  • კრეატიულობა
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
სამუშაო პირობები
  • სრული სამუშაო განაკვეთი
  • ანაზღაურება 1.000 – 1.200 ლარის ფარგლებში (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად)
  • CHCA გთავაზობთ საინტერესო, მრავალმხრივ და მაღალი კორპორატიული სტანდარტის სამუშაო პროცესს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • CHCA-ში თქვენ შეიძენთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ურთიერთობის გამოცდილებას
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა გამოაგზავნოს
  • CV
  • სამოტივაციო წერილი
კონკურსის ეტაპები
  • აპლიკანტის შერჩევა
  • გასაუბრება /ინტერვიუ
  • დავალების შესრულება
     
თუ გსურთ შემოუერთდეთ CHCA-ის გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე monitoring@chca.org.ge 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „კომუნიკაციის ასისტენტი“.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA