რუხში სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" გაიხსნა

რუხში სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" გაიხსნა

1 ოქტომბერს, 15 საათზე - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს -  სოფ. რუხში ფუნქციონირება დაიწყო მულტიფუნქციურმა სათემო ცენტრმა “ჩემი მორდუ”, რომლის დაარსებაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთთან“ (CHCA) ერთად დიდი წვლილი მიუძღვის  ზუგდიდის მერიას, GIZ-ს, აფხაზეთის ხელისუფლებას და UNDP-ს. აღნიშნული პარტნიორობის შედეგად  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულებს ცენტრი სთავაზობს 24 საათიან ზრუნვას, შინმოვლას და სათემო ცენტრს.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებისათვის ცენტრის ფუნქციონირებისა და მოქმედების გეგმის წარდგენა გახლდათ.
სათემო ცენტრი „ჩემი მორდუს“ გახსნას 20 მოწვეული არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, UNDP, GIZ, ASB, აფხაზეთის მთავრობა და სხვ. 
სტუმრები გაეცნენ ცენტრის ინფრასტრუქტურას, სამუშაო სტრუქტურასა და ბენეფიციარების საჭიროებებს. CHCA-ს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია, როგორც, პროექტი „ჩემი მორდუს“ საფუძვლის ჩაყრის დღიდან - დღემდე სამუშაოების შესახებ, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სამომავლო გეგმები. ამასთანავე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ შენობა და პირადად გაეცნოთ როგორც ბენეფიციარები, ასევე, „ჩემი მორდუს“ პერსონალი.
პროექტს „ჩემი მორდუ” საფუძვლად დაედო 2020 წელს CHCA-ს მიერ ჩატარებული კვლევა (დონორი UNDP) რომელმაც გამოავლინა მარტოხელა მოხუცების, ხანდაზმულების და შშმ პირების მძიმე სოციალური პირობები, სწრაფ მოქმედების საჭიროება და გრძელვადიანი დახმარების ორგანიზების აუცილებლობა.
შეგახსენებთ, რომ სოფ. რუხი მდებარეობს აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, სადაც ფუნქციონირებს ერთადერთი  საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლითაც სარგებლობს  კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ათასობით ადამიანი. ჩვენი დიდი სურვილია სათემო ცენტრის „ჩემი მორდუ" სოციალური სერვისები და პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის, ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA