ტრენინგი - გარემოს დაცვა და ენერგოეფექტუ...

ტრენინგი - გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა

განახლებადი ენერგიებისა და გარემოს დაცვის საკითხი აქტუალურია საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის. სულ ახლახან, 1 ნოემბერს, საქართველო წარმოდგენილი იყო გლაზგოს სამიტზე, რომელიც სწორედ კლიმატის ცვლილებას ეხება.
 
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს პროექტს „ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.
 
პროექტის ფარგლებში იგეგმება მზის ელექტროსადგურების (პანელების) დამონტაჟება ცენტრი „აფხაზეთის“ სამ სათემო ცენტრში, ადგილობრივი თემის წევრებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელი სათემო ცენტრებისათვის გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების თემებზე.
 
მიმდინარე ტრენინგის მიზანია გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის შესახებ სკოლების, სათემო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების და თემის აქტიური წევრების ინფორმირება, „მწვანე“ პროექტების იდეების შემუშავება.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA