მრგვალი მაგიდის დისკუსია

მრგვალი მაგიდის დისკუსია

2022 წლის 3 ივნისს, „ტექნოპარკი ზუგდიდის“ საკონფერენციო დარბაზში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის” ორგანიზებით მრგვალი მაგიდის დისკუსია წარიმართა თემაზე - „ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში: საჭიროებები და მიგნებები".  
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების,  კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის (ССС ქსელის) წევრი ორგანიზაციების,  ადგილობრივი თვითმმართველობის, თემის, მედიის წარმომადგენლებმა და გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებმა. Ღონისძიებაზე განხილულ იქნა პროექტის აქტივობები და მიღწეული შედეგები, ისევე, როგორც მოხდა პროექტის ფარგლებში სამ სამიზნე სათემო ცენტრში განხორციელებული  განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სამი სადემონსტრაციო პროექტის და სახელმძღვანელოს -  „დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიებით გამომუშავებული ენერგიის წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაცია.
პროექტს, რომლის მიზანია განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში, ცენტრი „აფხაზეთი“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA