კვლევის პრეზენტაცია "გენდერული თანასწორო...

კვლევის პრეზენტაცია "გენდერული თანასწორობა აფხაზეთსა და სამეგრელოში"

საქველმოქმედო  ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” ორგანიზებით 2022 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა  კვლევის “გენდერული თანასწორობა აფხაზეთსა და სამეგრელოში” პრეზენტაცია, პროექტის “კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში  ახალგაზრდებისათვის გენდერულად თანასწორი არაფორმალური განათლების მიწოდება” ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. 

პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა აფხაზეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ ქალთა გამოწვევები და პერსპექტივები. აქვე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული კვლევის მნიშვნელობას და ცენტრი აფხაზეთის აქტიური ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრა. 

პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, სადაც დამსწრე საზოგადოებამ, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღნიშნულ საკითხზე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, ხაზი გაუზვეს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის თანასწორი გარემოს მნიშვნელობას და განიხილეს მოცემული გამოწვევების შესაძლო გადაჭრის გზები.

 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA