ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ვი...

ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი CHCA-ში

CHCA-ს ოფისში ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2023 წლის, 11 იანვარს, CHCA-ს ოფისში, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და CHCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუკრი მილორავამ  ხელი მოაწერეს პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“   საგრანტო კონტრაქტს. 

შეხვედრას,  ასევე, ესწრებოდა პროექტის გუნდი, როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ასევე CHCA-დან. მხარეებმა განიხილეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და მათი იმპლემენტაციის ეტაპები. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საინვესტიციო პროექტების შემუშავებასა და მაღალი ხარისხის სოციალური სერვისების მიწოდებას

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA