ღონისძიება ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მამუკა ცოტნიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფების, პარტნიორი ორგანიზაციისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი
პროექტი მიზნად ისახავს ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობას და განხორციელდება 2023-25 წლებში. იგი გათვლილია ხონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- შეიქმნება და ამოქმედდება საინვესტიციო მზაობის ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებას.
- ჩატარდება მასშტაბული ადგილობრივი საინვესტიციო ფორუმი;
- გაიცემა 11 გრანტი ადგილობრივ ორგანიზაციებზე;
- მოხდება საზოგადოებრივი ჰიგიენის საშუალებების განთავსება მუნიცილაპიტეტის მასშტაბით;
- დამონტაჟდება გარე განათება - 12 კმ-ზე ;
- დამონტაჟდება 100 ნაგვის ურნა და 40 იზოლირებული ნარჩენების შეგროვების პუნქტი, მოხდება 1 ნაგავშემკრები სატვირთო მანქანის შესყიდვა;
- შეიქმნება ადგილობრივი პროდუქციის საგამოფენო სივრცეები სოფელ გორდში;
- ხონის სასულე ორკესტრს გადაეცემა მუსიკალური ინსტრუმენტები;
- მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით მოხდება მინიმუმ ერთი, ახალი მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის დანერგვა და ინსტიტუციონალიზაცია;
- შეიქმნება ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტები, ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტულ კომპლექსი და დევნილთა დასახელბაში რეკრეაციული სივრცე ;
- პროექტის ფარგლებში შეიქმნება ექსპერიმენტორიუმი, ქიმიისა და ფიზიკის მუზეუმი;
- ხონის მუნიციპალიტეტში, ადამიანების საერთო რაოდენობამ, რომლებიც ისარგებლებენ პროექტის ფარგლებში გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, საჯარო სერვისებით და ეკონომიკური შესაძლებლობებით - 23 000-ს მიაღწევს;
- პროექტის ფარგლებში შემუშავებული საინვესტიციო წინადადებების მინიმუმ ნახევარი რეალიზებული იქნება პროექტის განხორციელების პერიოდშივე და ხელს შეუწყობს ხონის ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.
პროექტი ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.