წარმატებული სამეწარმეო ინიციატივების მქო...

წარმატებული სამეწარმეო ინიციატივების მქონე ბენეფიციართა დაჯილდოება

CHCA-მ პროექტის #EU4Dialogue ფარგლებში საუკეთესო სამეწარმეო ინიციატივების მქონე 15 ბენეფიციარი სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარით დააჯილდოვა.  

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა სამეწარმეო წინადადებები შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ წარმოადგინეს. 15 საუკეთესო ინიციატივის ავტორი მიღებულ აღჭურვილობას სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად გამოიყენებს. დაჯილდოებას ესწრებოდა CHCA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნაპოლეონ მილორავა და EU4Dialogue პროექტის კოორდინატორი მარიამ ბეგიაშვილი.  

პროექტი „EU4dialogue: სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA