საგრანტო კონკურსი პროექტის „ხონის მუნიცი...

საგრანტო კონკურსი პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“

საგრანტო კონკურსი პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“ 2023 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლიოთ ააიპ-ებს, მეწარმეებსა და სტარტაპებს. გრანტის ოდენობა 3000- დან 5000-ევრომდე ექვივალენტი ლარში. 
მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი საგრანტო კონკურსის ფარგლებში პირველ ეტაპზე შეირჩა 25 ბიზნეს იდეა. ხონის ახალგაზრდული საბჭოს წევრობისთვის შერჩეულ კანდიდატებს, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გაძლიერების მიზნით ჩაუტარდათ ტრენინგი თემებზე „სამოქალაქო მონაწილეობის სამართლებრივი საფუძველი და მისი როლი ადგილობრივ თვითმმართველობაში“ და „მონაწილეობითი ბიუჯეტირება.საგრანტო კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი ბიზნეს გეგმა, რომლის შემდეგაც მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.  
საგრანტო კონკურსის II ეტაპის გამარჯვებულთა დოკუმენტების მიღება 1 თებერვალს დაიწყო.
46 საგრანტო წინადადებიდან კომისიამ შეარჩია 25 საუკეთესო რომელთა ავტორებსაც ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგები ბიზნეს გეგმის შედგენის ტექნიკებზე, რომელიც მოიცავდა თემებს:
-მომხმარებლის საჭიროებებისა და ბაზრის კვლევა
-კონკურენციის ანალიზი და სტრატეგიები -ფასდადების სტრატეგიები და დისტრიბუციის არხები
-გაყიდვების სტიმულირების
-პროდუქციის თვითღირებულების დადგენა და სწორი განფასება
-პროექტის ბიუჯეტის შემუშავება
-მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების -მიმოქცევის უწყისის შემუშავება
 
ტრენინგების შემდგომ, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონოდათ ბიზნეს-ტრენერთან.
საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეთა დოკუმენტების მიღება დასრულდება ამა წლის 15 თებერვალს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 1 მარტს.

პროექტს ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ევროკავშირი საქართველოსთვის (EUD) ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA