16 ნოემბერს ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი კლაუდია არპა და ვიცე-პრეზიდენტი დორის ჰაანი საბჭოს დელეგაციასთან ერთად მულტიფუნქციურ სათემო ცენტრ „ჩემ მორდუს“ ესტუმრნენ. დელეგაციას თან ახლდათ ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დირექტორი ალექსანდერ კარნერი.
დელეგაციამ დაათვალიერა ADA-ს ფინანსური მხარდაჭერით CHCA-ს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგები, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღჭურვილობა და გაესაუბრნენ ცენტრის თანამშრომლებს.
ასევე, ესტუმრნენ ცენტრის პირველ სართულზე მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარს, მოინახულეს „ჩემი მორდუს“ ბინადრები და დაათვალიერეს მათი საცხოვრებელი გარემო.
ავსტრიის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა ბავშვებისა და ხანდაზმულების ერთ სივრცეში ყოფნის მნიშველობას მათი მენტალური კეთილდღეობისათვის. ასევე, გამოკვეთა მეტი მსგავსი ცენტრის საჭიროება კონფლიქტის გამყოფ ხაზთან სიახლოვეს მცხოვრებთათვის.
საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა იმ მნიშველოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომელიც CHCA-მ 4 თვის მანძილზე გადადგა შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული, მეგობრული და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.
შეხვედრის დასასრულს, დელეგაციამ CHCA-ს წარმომადგენლებთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სიმბოლური ხე დარგეს „ჩემი მორდუს“ ეზოში.