CHCA უკვე 10 წელია ახორციელებს რეინტეგრაციის პროგრამას შვეიცარიიდან დაბრუნებული მიგრანტებისთვის. როდესაც ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, ISS-ის მხარდაჭერითა და ჩვენი მონაწილეობით, აქვთ რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. რაც მოიაზრებს მათთვის საინტერესო სფეროში მცირე ბიზნესის წამოწყებას.
CHCA მიგრანტებს ეხმარება ბიზნეს გეგმის შედგენაში, დაგეგმარების პროცესში, უშუალოდ, ბიზნესის საწყის ეტაპებზე, ხოლო, შემდგომ შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაში. პერიოდულად ხდება მათი საქმიანობის მონიტორინგი და საჭიროების შესაბამისად მხარდაჭერა.
რეინტეგრაციის პროგრამით ყოველწლიურად ვეხმარებით 20მდე მიგრანტს გაძლიერებასა და ბიზნეს საქმიანობის წამოწყებასა თუ განვითარებაში.
სწორედ ამ პროგრამის ბენეფიციარია ნინო ლაგვილავა, რომელსაც, შვეიცარიაში ემიგრაციაში წასვლამდე, გამოცდილება ჰქონდა სალონურ მომსახურებაში. ქვეყანაში დაბრუნებაში ხელი შეუწყო საერთაშორისო სოციალური სერვისების (ISS) პროგრამამ რეინტეგრაციის შესახებ. ჩვენ ნინოს დავეხმარეთ სწორი ბიზნეს-კონცეპტის შექმნაში, შესყიდვებში და შევუძინეთ 4700 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების აღჭურვილობა,რის შედეგად, მოეწყო მისი სალონის გახსნა სამტრედიაში.