EU4Dialogue "წყალი ყველას"

EU4Dialogue "წყალი ყველას"

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი  გვინდა გაგაცნოთ!

23 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია "ჰანგი"-ს ინიციატივით წამოწყებული პროექტის „წყალი ყველას“ ფარგლებში და CHCA-ს მხარდაჭერით,  (პროექტი  EU4Dialogue) ინგირის ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს მრავალწლიანი უწყლობის პრობლემა გადაეჭრათ.

კოლექტიური ჩასახლების ეზოში გაითხარა წყლის ჭაბურღილი, გაიმართა წყალსაქაჩი ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა მძლავრი ტუმბები და გადამზადდა 2 ადგილობრივი მოსახლე, რომლებიც შემდგომში მოემსახურებიან ჭაბურღილს.

გახსნის ღონისძიებაზე შეჯამდა წყლის ჭაბურღილის საჭიროებისა და  სარგებელის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა CHCA-სა და ასოციაცია „ჰანგის“ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

​პროექტი ,,კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიისა და მოლდოვის რესპუბლიკაში" ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა ( UNDP ) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის EU4Dialogue ფარგლებში.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA