„კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ს...

„კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიწოდებისა და მეწარმეობის გზით“ ( EU4Dialogue)

აპრილის თვეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგები პროექტის „კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიწოდებისა და მეწარმეობის გზით“ ( EU4Dialogue) ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტსაც წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება:
  • ამნანაგობების შესახებ ინფორმირებულობის და ცოდნის დონის ამაღლება;
  • ამხანაგობის შექმნა;
  • რეგისტრაციის და განვითარებისათვის პრაქტიკული ასპექტებისა და უნარ - ჩვევების გაძლიერების ხელშეწყობა.
 
ორგანიზაციის მიერ შემუშავდა ამხანაგობის შესახებ სატრენინგო მოდული. გამოყენებულ იქნა როგორც ძირითადი სამართლებრივი, ასევე რეგიონში არსებული ნორმატიული ბაზა და არსებული პრაქტიკა ამხანაგობის, ამხანაგობის მართვისა და განვითარების შესახებ.
 
გათვალისწინებულ იქნა ბენეფიციართა საჭიროებები და ხაზი გაესვა ამხანაგობის შექმნის, თავმჯდომარის არჩევის, წესდების შემუშავების, ამხანაგობის რეგისტრაციის პროცედურებსა და პრაქტიკული უნარ- ჩვევების გაძლიერების მნიშვნელობას.
 
ტრენინგებს ჯამში დაესწრო 120 კოლექტიური დასახლების მოსახლე,  მოხდა არსებული ობიექტების შეფასება და შეირჩნენ ის ლიდერები, რომლებიც უხელმძღვანელებენ ამხანაგობის შესახებ შექმნილი მოდულის გაძლიერების პროცედურებს.

გაკეთდა, რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში არსებული ობიექტების შეფასება, სადაც დაკანონებული ობიექტები, მესაკუთრეთა რაოდენობა/ობიექტზე უნდა ყოფილიყო 2/3- ზე მეტი/. ამხანაგობის შესაქმნელად და თავმჯდომარის ასარჩევად, მნიშვნელოვანია კორპუსში მესაკუთრეთა რაოდენობა იყოს შესაბამისი. სწორედ ამის დასადგენად ორგანიზაციამ მოახდინა ობიექტების ე.წ. პასპორტიზაცია ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის კუთხით. კონკრეტულად, საჯარო რეესტრში გადაამოწმა კორპუსის სამართლებრივი სტატუსი, მაცხოვრებელთა და ბინების რაოდენობა; საჯარო რეესტრიდან განაახლა კორპუსების  ამონაწერები, გადაამოწმა და გააკეთა ანალიზი თუ რამდენი მესაკუთრე, პოტენციური ამხანაგობის წევრი იყო ამა თუ იმ ობიექტზე.
 
ბენეფიციართა ინტერაქტიულობიდან გამომდეინარე თეორიული ნაწილის გარდა ძირითადი აქცენტები გამახვილდა ამხანაგობის შექმნის, თავმჯდომარის არჩევის, წესდების შემუშავების, ამხანაგობის რეგისტრაციის პროცედურებზე და პრაქტიკული უნარ- ჩვევების გაძლიერებაზე.

დიდი ყურადღება დაეთმო ამხანაგობის მიზნების - საერთო საკუთრების მოვლა- პატრონობა და განვითარებis რეალურ იმპლემენტაციის საკითხებს;
 
ბენეფიციართა ინფორმირებულობისa და ცოდნის დონის შესაფასებლად შემუშავდა პრე და პოსტ ტესტები, რომლის შედეგების შეფასებით  ბენეფიციართა ცოდნის დონე ამაღლდა 65-80%-ით.
 
ინდივიდუალურად მომზადდა წესდებები თითოეულ ობიექტის ინტერსების გათვალისწინებით  ლიდერთა ჩართულობით და დახმარება გაეწიათ კრების  ჩატარებისას პროცედურულ საკითხებზე.

ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში ადგილობრიოვ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობით უკვე მოახდინა 8 ამხანაგობის განაცხადის შეტანა-რეგისტრაცია.
 
საბოლოო ჯამში, ამ ეტაპისთის, გადამოწმდა 11 ობიექტი და 528 ბინა-მესაკუთრე და მომზადდა დოკუმენტაცია, განისაზღვრა პირთა წრე თითოეულ ობიექტზე კრების ჩასატარებლად და ამხანაგობის შესაქმნელად.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA