სამზარეულო აღჭურვილობის გადაცემა კურსდამ...

სამზარეულო აღჭურვილობის გადაცემა კურსდამთავრებულთათვის

გვიან შემოდგომაზე დაწყებული პროექტი, რომელიც ემსახურებოდა აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კულინარიული კურსის შესწავლასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, წარმატებით დასრულდა.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ქ.ქუთაისის კოლეჯ "იბერიაში", სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ესწავლათ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან ერთად, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათი ინტეგრაციისკენ.

კურსის დამთავრების შემდეგ, 23 აპრილს, ქ. ზუგდიდში 5 ბენეფიციარს გადაეცა სამუშაო აღჭურვილობა, რომელიც გამოადგებათ  პროფესიულ განვითარებაში. მათ ქუთაისის, კოლეჯ "იბერიაში" შეისწავლეს კავკასიურ სამზარეულოს 3 თვიანი კულინარიული კურსი და შეიძინეს საჭირო უნარ-ჩვევები პრაქტიკაში განსახორციელებლად.

პროექტის მიზანია აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდება და იგი განხორციელდა CHCA, UNDP და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის EU4Dialogue ფარგლებში.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დონორი ორგანანიზაციის წარმომადგენლები, სადაც მათ მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ ახალგაზრდებს და მიეღოთ სრული ინფორმაცია კურსის შესახებ.

კურსდამთავრებულებს საჭირო აღჭურვილობის გარდა გადაეცათ სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA