9 მაისს საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით, 11 მაისს "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში მოეწყო გამოფენები, რომელში მონაწილეობა, CHCA-მაც მიიღო.
ევროპის დღე არის მოვლენა, რომელსაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად ესწრება და ხდება ევროპის მრავალფეროვანი კულტურისა და ფასეულობების გაზიარება.
11 მაისს CHCA მიმდინარე პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ევროპის დღის საგამოფენო სივრცეში. სტუმრებს ჩვენ კუთხეში დახვდათ ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობა, ისევე როგორც, ორგანიზაციის შესახებ საინფორმაციო მასალები. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ სხვადასხვა ვიქტორინებში და საჩუქრად მიეღო წამახალისებელი პრიზები!
ღონისძიებას ასევე დაესწრო ხონის მუნიციპალიტეტის სასულე ორკესტრი და გარემო კიდევ უფრო გაახალისა.
მადლობას ვუხდით ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს და ევროპის დღეზე მომავალ წელსაც შევხვდებით!
