მსოფლიოში 100 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირის ან ლტოლვილის სტატუსს ატარებს. საქართველოში კი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდად იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობა 300 ათასამდეა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ აფხაზეთი“ (CHCA) 1995 წლიდან დღემდე, ემსახურება თავის მისიას, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფაა. წლების განმავლობაში, ჩვენ განვახორციელეთ 250-ზე მეტი პროექტი, რომელთა პირდაპირი ბენეფიციარების რიცხვიც აღემატება 100 ათასს.
არა ერთი პროგრამა და პროექტია განხორციელებული ან მიმდინარეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მასპინძელ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, დევნილი ოჯახების თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებში სათანადო საცხოვრებელი ბინებით და კომფორტული პირობებით უზრუველყოფის ხელშეწყობის საქმეში, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლების, ხანდაზმულ დევნილ პენსიონერთა დახმარების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის, მხარეებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისათვის და სხვ. მიუხედავად უამრავი განხორციელებული აქტივობისა და ჩართულობის მექანიზმების ინიცირებისა, დღემდე გამოწვევად რჩება დევნილ თემში ინფორმაციის ნაკლებობა იმ სიახლეებსა და მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენს გავლენას მათ ყოველდღიურ ყოფაზე.
CHCA კვლევაზე დაფუძნებული გამოწვევბის აღმოსაფხვრელად, მუდმივად ინიცირებს გადაჭრის გზების მექანიზმებს. ამ შემთხვევაშიც, 2023 წლის 1 დეკემბრიდან იგი ოპერირებს სოციალური სერვისების, დახმარებისა და კონსულტაციის ცხელ ხაზს, რომელიც ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ინსტრუმენტია. ცხელი ხაზის ნომერია 032 2 152 911