5 ივლისს საკონსულტაციო ცენტრმა „ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგთან, რომელსაც დევნილთა კოლექტიური ცენტრის 10 წევრი ქალბატონი დაესწრო. პროგრამა ,,ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის" ორიენტირებულია არჩეული ოჯახების მხარდაჭერაზე, მათი უნარების გაძლიერებაზე, ოჯახების საარსებო წყაროებისა და შემოსავლის ზრდაზე. შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა მათ გარშემო არსებული წინაღობები, დამოკიდებულებები შვილებთან, ქალის როლი ოჯახში, სტრესის მართვა და სხვა.
ჯგუფური სესიების დადებით მხარეს წარმოადგენს ერთიანობის შეგრძნება, ის რომ ქალები ერთნაირ პრობლემებთან გამკლავებას არ ცდილობენ მარტო, ამის გამო იზრდება ღიაობა და მეტად უფრო ადვილი ხდება აღმოფხვრის გზების ძიება. ამიტომ ჯგუფური თერაპიის სესია ძალიან საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა დამსწრეთათვის. ჯამში უნდა ჩატარდეს 5 ჯგუფური სესია 20 ქალისთვის და მათი გაძლიერებისთვის.
CHCA მხარს უჭერს წამოწყებულ პროგრამას, რომელიც ხორციელდება World Vision გერმანიას, World Vision საქართველოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) კონსორციუმის მიერ საქართველოში სიღარიბის დაძლევის მხარდასაჭერად Ultra Poor Graduation (UPG) გზით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით