ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წე...

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებისთვის

ივლისის თვეში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პროექტის „კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიწოდებისა და მეწარმეობის გზით“ ( EU4Dialogue) ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება თემაზე: ,,შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მართვა; ნაგებობათა ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული უნარები “. 

ტრენინგების მიმდინარეობისას მონაწილენი შეისწავლიან  შენობა-ნაგებობის შემადგენელი ელემენტების შესაძლო დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღდგენის მეთოდებს; - შიდა წტალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ქსელის მუშაობის პრინციპებს; - შენობა-ნაგებობის ელექტრომომარაგების სისტემის შესაძლო დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღდგენის მეთოდებს; - გათბობის სისტემის შესაძლო დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღდგენის მეთოდებს; - შენობა-ნაგებობების ტექნიკურ შემოწმებას. ტრენინგები ტარდება სამშენებლო კოლეჯი ,,კონსტრუქ2“-ის ბაზაზე. ტრენინგებების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენს და განავითარებს ბმა-ების 75 ლიდერს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA