LNOB მომდევნო ტრენინგი

LNOB მომდევნო ტრენინგი

16 ივლისს გაიმართა რიგით მეექვსე  ტრენინგი "არავინ დატოვო ყურადღების მიღმა" (LNOB) პრინციპის, პროექტ “მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა საქართველოში" ფარგლებში. ტრენინგი Zoom პოლატფორმის საშუალებით ჩატარდა თემაზე „რესურსების მობილიზება“ და მას სხვადასხვა რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო  ორგანიზაციების 24 წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგებს უზრუნველყოფს ორგანიზაცია DEPA Consulting. აქტივობის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერება.

პროექტს "საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა" ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთი" (CHCA), Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საქართველოში დაუცველ ჯგუფებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა სოციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: წყალტუბოში, ხონში, ამბროლაურში, გორში, ქარელში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და გალში.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA