მოხარულნი ვართ გაგაცნოთ მიგრანტების რეინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი - მარიამ სვანიძე!
მარიამმა 2019 წელს საქართველო დატოვა და შვეიცარიაში თავშესაფარი ითხოვა. სამშობლოში ის პედაგოგობას სწავლობდა, თუმცა, მოუწია სწავლის შეწყვეტა და 20 წელი რეპეტიტორად იმუშავა. შვეიცარიაში ჩასვლის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო დამხმარედ იმავე თავშესაფარში, სადაც ცხოვრობდა. მარიამმა ამ პროფესიის დაუფლებას 4 წელი დაუთმო, სადაც ბავშვებთან მუშაობის განსაკუთრებული სიყვარული განუვითარდა. როცა მისი აპლიკაცია თავშესაფარმა უარყო, შვეიცარიის დატოვება მოუწია და სამშობლოში რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთო. ამის შემდეგ მარიამმა შეიტყო, რომ ქუთაისში ბავშვთა დღის ცენტრის გახსნის საჭიროება არსებობდა, რადგან მშობლებს დიდი მანძილის გავლა უწევდათ შვილების ბაღში დასატოვებლად მწირი ბაგა-ბაღების არსებობის გამო. შვეიცარიაში მიღებული გამოცდილების შედეგად მარიამმა გადაწყვიტა ბაგა-ბაღის გახსნა ქუთაისში.
2023 წელს მარიამი პროექტის ფინანსური მხარდაჭერით სამშობლოს დაუბრუნდა, და შეძლო ბაგა-ბაღისთვის საჭირო ატრიბუტაციის შეძენა და მოწყობა. 2024 წლის გაზაფხულიდან კი, ბაღი სრულფასოვნად ფუნქციონირებს და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იღებს 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელებს.
წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს!