LNOB - "სოციალური მედია საზოგადოებრივი ო...

LNOB - "სოციალური მედია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის" ტრენინგი

30 ივლისს გაიმართა რიგით მეშვიდე  ტრენინგი "არავინ დატოვო ყურადღების მიღმა" (LNOB) პრინციპის, პროექტ “მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა საქართველოში" ფარგლებში,ონლაინ ტრენინგი „სოციალური მედია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის“, ტრენინგს დაესწრო სხვადასხვა რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო  ორგანიზაციების 22 წარმომადგენელი.ტრენინგებს უზრუნველყოფს ორგანიზაცია DEPA Consulting. აქტივობის  მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერება.

პროექტს "საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა" ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთი" (CHCA), Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საქართველოში დაუცველ ჯგუფებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა სოციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: წყალტუბოში, ხონში, ამბროლაურში, გორში, ქარელში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და გალში.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA