გრძელდება ტრენინგები IDPELA-ს მხარდასაჭე...

გრძელდება ტრენინგები IDPELA-ს მხარდასაჭერად

10-11 აგვისტოს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’-ს ორგანიზებით პროექტის ,,კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში“ ფარგლებში, ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგ-სემინარი კახეთში. სემინარს მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ტრენინგის მთავარი  მიზანი იყო საჯარო სამსახურში არსებული ღირებულებების და პრინციპების არსის გააზრება, ეთიკური ღირებულებების, პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვა. მენეჯერული რგოლის ცნობიერების გაზრდა სტრატეგიული დაგემვისა და აღსრულების,  სტრატეგიულ მიზნებზე  ორიენტირებული  მართვის მნიშვნელობაზე. 

ყურადღება გამახვილდა კერძო და საჯარო სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის და ხედვის თავისებურებებსა და აუცილებლობაზე.  განხილულ იქნა სტრატეგიული მენეჯმენტის რამდენიმე მოდელი,  მენეჯერული და ლიდერული კომპეტენციები და არსებული ადამიანური რესურსის სწორად მართვის პრინციპები. ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას და სერვისების მიწოდების გაუმჯბესების მიზნით,CHCA აგრძელებს ტრენინგ სემინარებს როგორც მენეჯერული, ასევე არამენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA