2 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთის" მხარდაჭერით ტარდება ტრენინგების სერია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ძირითადი თანამშრომლებისთვის მათი შესაძლებლობების გაძლიერების, პოლიტიკის/პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების, ზემოქმედების შეფასების, ინვესტიციის სოციალური გავლენის (SROI) მეთოდოლოგიით.
შეგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ევროკავშირი საქართველოსთვის (EUD) ფინანსური მხარდაჭერით.