2024 წლის სექტემბერში CHCA-მ ევროკავშირის (EU) და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფონდის (BST) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „CHCA-ს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და მედეგობის უზრუნველყოფა სტრესულ გარემოში მუშაობისას" განხორციელება, რომლის მთავარ ამოცანებს CHCA-ს ორგანიზაციული შესაბამისობისა და პერსონალის კომპეტენციის გაუმჯობესება, უსაფრთხოებისა და მონაცემების დაცვის გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომზადდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ პოლიტიკა და გაიმართა IT ინფრასტრუქტურა, რომელიც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მეტად უსაფრთხოდ, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
აქედან გამომდინარე, 2024 წლის 20 დეკემბერს დაიგეგმა და ჩატარდა, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ქსელის (CCC Network) შეხვედრა, სადაც ქსელის წევრ ორგანიზაციებს გავუზიარეთ გამოცდილება, წარვუდგინეთ კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შიდა ნორმატიული აქტები, მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები და გავაცანით არსებული შესაძლებლობები და შეღავათები არაკომერციული ორგანიზაციებისათვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფონდების ფინანსური მხარდაჭერით.