28 თებერვალს მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სემინარი სოციალური სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ლიდერებთან და თემის აქტიურ წარმომადგენლებლებთან.
პროექტის "საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა” პრეზენტაციის შემდგომ, დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროექტის მთავარი პრინციპის “არავინ დატოვო ყურადღების მიღმა” (LNOB - Leave No One Behind) შესახებ ინფორმაცია, საერთაშორისო პრაქტიკები და სხვადასხვა ინსტრუმენტები საჭიროების დადგენისა და მასზე რეაგირების შესახებ, რაც ერთგვარი დამხმარე საშუალებაა გაიზარდოს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა.
შეხვედრის მეორე ნაწილში, მონაწილეებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული NGO/CSO-ების საჭიროების კვლევის ანალიზი, მიგნებები და რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერება, საქართველოში დაუცველ ჯგუფებთან მომუშავე სსო-ების ჩართულობის გაზრდა სოციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში.
პროექტი "საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა” ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA); Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.