კვლევა სოციალურად დაუცველი თემის საჭიროებების, არსებულ მომსახურებათა ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ ჩატარდა ,,საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთის“ პროექტ ,,საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
კვლევა ერთის მხრივ აფასებს სოციალურ სერვისებს, მეორეს მხრივ კი შეისწავლის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საჭიროებებს და მიზნად ისახავს როგორც გამოწვევების გამოვლენას, ისე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა საშუალების იდენტიფიცირებას. კვლევაში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით ადგილობრივი თემის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლებს.
