გელა ხარანაულის წარმატების ისტორია

გელა ხარანაულის წარმატების ისტორია

გელა ხარანაული  2025 წელს დაბრუნდა საქართველოში. საქართველოში დაბრუნებამდე გელა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ შვეიცარიაში. შვეიცარიიდან დაბრუნების შემდგომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთისა (CHCA) და შვეიცარიის სოციალური სერვისის (SSI) პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროექტით „შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერა“. 

საქართველოს დატოვებამდე გელა ხარანაულს გამოცდილება ჰქონდა სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით. იგი, ფლობს მიწის ნაკვეთს დუშეთში სადაც გადაწყვეტილი აქვს მიწის დამუშავება, მასზე კარტოფილისა და ძროხებისათვის საჭირო საკვების მოყვანა და გაყიდვა.   საქართველოში დაბრუნების შემდეგ CHCA-ის მიერ მოხდა ბენეფიციარის პროფესიული უნარების შეფასება, აგრეთვე შეფასდა მათი ბიზნეს გეგმის მდგრადობა და თავსებადობა ქართულ საბაზრო მოდელთან. მას შემდეგ რაც შეფასების ყველა კრიტერიუმში ბენეფიციარმა დაიმსახურა საუკეთესო ქულა, მოხდა მათი ბიზნეს გეგმის წარდგენა შვეიცარიელი პარტნიორებისათვის, საიდანაც მოიპოვა 4700 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის გრანტი. აღნიშნული გრანტის თანხით CHCA-ს გუნდმა გელას შეუსყიდა 15 ცხენისძალიანი მოტობლოკი აგრეთვე მისი სრული აღჭურვილობა მიწის დასამუშავებლად, და მიწის სათიბის მოტობლოკი. ბატონი, გელა მიმდინარე წელსვე ახდენს მიწის დამუშავებას და მიიღებს მოსავალს რომლის რეალიზაციასაც შეძლებს 2025 წლის შემოდგომის პერიოდში.  

გელა ხარანაულის დაფინანსების პროცესი დასრულდა 2025 წლის გაზაფხულზე, რომლის შემდეგაც მის მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობა წარმატებულად ვითარდება. 

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA