ჩვენი ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელები სოციალურ სამკერვალო-საწარმოს „ჰანგს“ ესტუმრნენ.
სოციალურ საწარმოში მათი სტუმრობა იყო განპირობებული თემატური პროგრამით, რადგან კვირის თემად გვქონდა „სეზონური ტანსაცმელი“, სადაც მოსწავლეები სწავლობდნენ ტანსაცმლის სეზონურობას, განსხვავებებს, მნიშვნელობას, თუ როგორი ქსოვილი გამოიყენება სხვადასხვა სეზონისთვის.
იმისათვის, რომ აღსაზრდელებს ჰქონოდათ მეტი ინფორმაცია და სწორი წარმოდგენა თუ როგორ იქმნება ტანსაცმლი, ჩვენმა პარტნიორი ორგანიზაციის ასოციაცია „ჰანგის“ ბაზაზე არსებულმა სოციალურმა საწარმომ გვიმასპინძლა.
საწარმოში სტუმრობა ძალიან საინტერესო გამოდგა აღსაზრდელებისთვის. საკუთარი ხელით დააკერეს ღილები, სპეციალისტთან ერთად მიუჯდნენ საკერავ მანქანას და ფეხით ჩამრთველზე დაჭერით აამუშავეს მანქანა. გამოიყენეს უთოც.
განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ საქარგავ დანადგარს, რომელიც ქარგავდა ავტომატურად მითითებულ დიზაინს.
ჰქონდათ შეკითხვები, რაზეც იღებდნენ პასუხს. საწარმოს თანამშრომლების კეთილგანწყობამ პოზიტიურად იმოქმედა ბავშვებზე. საწარმოში აღსაზრდელებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით. ვიზიტის ბოლოს საწარმოს მენეჯერმა ჩვენი აღსაზრდელები დაასაჩუქრა ილუსტრირებული სასაჩუქრე ქისებით.
