პროექტის ,,მწვანე მომავალი: უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში ფოთისა და ხობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) ლიდერებისათვის მოეწყო ორდღიანი სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი, რომელიც მოიცავდა 2 ღონისძიებას:
ტრენინგი თემაზე ,,შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მართვა; ნაგებობათა ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული უნარები“ - კოლეჯი ,,კონსტრუქტ2“-ის ბაზაზე.
მრავალბინიანი სახლების მართვის წარმატებული გამოცდილების გაცნობა - დეველოპერული კომპანია ,,თეთრი კვადრატი“-ს ბაზაზე.
სასწავლო ვიზიტის 10 მონაწილემ შეისწავლა:
-შენობა-ნაგებობის შემადგენელი ელემენტების შესაძლო დაზიანების გამომწვევი მიზეზები და მათი აღდგენის მეთოდები;
-შიდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ქსელის მუშაობის პრინციპები;
-შენობა-ნაგებობის ელექტრომომარაგებისა და გათბობის სისტემების შესაძლო დაზიანების გამომწვევი მიზეზება და მათი აღდგენის მეთოდები;
-კორპუსისთვის საჭირო მომსახურების კომპონენტების განსაზღვრა;
-მომსახურების ტექნიკური და იურიდიული დეტალები;
-ენერგოეფექტური დანადგარების მუშაობის პრონციპები.
ტრენინგებების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ჯამში შეიძენს და განავითარებს ბმა-ების 20 ლიდერი.
პროექტს "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის (Embassy of Denmark in Georgia) მხარდაჭერით.
