პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2014 - თებერვალი 2015
დონორი: ევროკავშირი; გაეროს განვითარების პროგრამა / COBERM
ბიუჯეტი: 94.115 $
ბენეფიციართა რაოდენობა: ტრენინგის 100 მონაწილე; მათ შორის 80 გრანტის მიმღები.
პროექტის მიზანი: აფხაზეთში მცხოვრები მცირე მეწარმეების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქართულ სასაქონლო ბაზრებზე და აფხაზ და ქართველ მცირე მეწარმეებს სორის საქმიანი კავშირების მდგრადობის ხელშეწყობა.
მიღწეული შედეგები: აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა 80-მა მცირე მეწარმემ დაამყარა საქმიანი კავშირები თბილისის ლილოს ბაზარზე მომუშავე მეწარმეებთან. მათ დაიწყეს ან განავითარეს მცირე ბიზნეს საქმიანობა და გაიუმჯობესეს საარსებო წყაროები.
სამიზნე რეგიონი: აფხაზეთი (გალი, ტყვარჩელი, ოჩამჩირე, გულირიფში და სოხუმი)